“ნუ დავინდობთ ერთმანეთს, მოვაწყოთ საჩვენებელი გამოსვლები და შემდეგ ვუყაროთ კენჭი რეზოლუციებს”

პარლამენტის სამი კომიტეტი, გაერთიანებულ სხდომაზე საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტებს განიხილავს.

გაერთიანებული სხდომის ფარგლებში მომხსენებლები, რეზოლუციაში არსებულ პუნქტებს კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილავენ.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისის თავმჯდომარე გია ვოლსკი ინიციატივით გამოვიდა, რომ დღევანდელ სხდომაზე აღნიშნული რეზოლუციების კენჭისყრა არ მომხდარიყო.

“იქნებ დღეს არ დავაყენოთ რეზოლუციის ეს პროქტები კენჭსყრაზე. როგორც გვთხოვა მიშა მაჭავარიანმა, იქნებ ეს საკითხი პარასკევს შევიტანოთ დღის წესრიგში, სადაც გავმართავთ დებატებს, ნუ დავინდობთ ერთმანეთს, მოვაწყოთ, როგორც გვჩვევია, საჩვენებელი გამოსვლები და შემდეგ ვუყაროთ კენჭი ამა თუ იმ რეზოლუციის მიღებას”, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში„ევროკავშირის აზრით, საქართველოს მთავრობა სწორად მოქმედებს“
შემდეგი სტატიაადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იტალიას ერთსქესიანებისთვის მეტი უფლების მინიჭებას სთხოვს