ნუგზარ წიკლაურს ვაზაგაშვილის საქმის გამოძიების იმედი არა აქვს

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ მას იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის დროული გამოძიების იმედი არა აქვს.

ოპოზიციის წარმომადგენელი ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს ტერორისტულ აქტს უწოდებს და აცხადებს, რომ მისი გამოძიება ქვეყნის ინტერესებში შედის.

„რა გამოწვევის წინაშეც ვდგავართ, არ არის მხოლოდ მთავრობის გამოწვევა. ეს გამოწვევა ნიშნავს, როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა ხვალ. სამწუხაროდ, არა მაქვს იმედი, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისათვის იქნება სასიკეთო და დროულად გამოიძიებს ამ ტერორისტულ აქტს,“ – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაშირა ჩანს ბათუმში სათვალთვალო კამერებით გადაღებულ კადრებში?
შემდეგი სტატია“იური ვაზაგაშვილს ემუქრებოდნენ,”- ირმა ჭკადუა ახალ დეტალებზე საუბრობს