ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება,,21 მარტის აქცია იქნება დიდი მასშტაბური საპროტესტო აქციების დასაწყისი“– ამის შესახებ ჟურნალისტებს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა.
,,დღეს საქართველოს უპასუხისმგებლო მთავრობამ და უუნარო საპარლამენტო უმრავლესობამ უარი თქვეს ქართველი ხალხის ინტერესების წარმოდგენაზე საქართველო პარლამენტში. ჩვენ ვფიქრობთ რადგან მათ სურთ ქართველი ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების აზრის მოსმენა –ისინი აუცილებლად მოისმენენ ხალხის ხმას რუსთაველის გამზირზე. ხელისუფლება აბსოლუტურად არაადეკვატიური იმ პრობლემების წინაშე, რომელის წინაშე ქართველი ხალხი მათი გამოისობით დგას. ქართველი ხალხი გააპროტეტსტებს ამ ვითარებას. 21 მარტს ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს მთავრობის გადადგომას. იმ მთავრობას რომელიც ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო ახალი პრობლემების წინაშე აყენებს ჩვენს საზოგადოებას. მე ვფიქრობ ეს აქცია იქნება დასაწყისი დიდი მასშტაბური საპროტესტო აქციების, რომელიც მივა ბოლომდე. საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება „–განაცხადა წიკლაურმა

banner
წინა სტატიაშიპუტინი სამძიმარს უცხადებს ნემცოვის დედას
შემდეგი სტატიაქართველი ხალხი გააპროტეტსტებს ამ ვითარებას–სერგო რატიანი