ნუგზარ წიკლაური: პოლიციელთა დემორალიზაცია უპასუხისმგებლო პოლიტიკით მოხდა

პოლიციელებზე თავდასხმას საპარლამენტო ოპოზიციაში აფასებენ. “ნაციონალური მოძრაობა” მომხდარს კრიმინალთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკას უკავშირებს.

“პოლიციელთა დემორალიზაცია მოხდა უპასუხისმგებლო პოლიტიკით, რომელსაც ივანიშვლის მთავრობა ატარებს, რაც გამოიხატა ამნისტიით, მკვლელების გამოშვებაში, რამაც საზოგადოების დაცულობასა და პოლიციელთა სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა, ასევე გამოიხატა იმაშიც, რომ კეთილსინდისიერი პოლიციელები, რომლებიც პირნათლად ასულებდნენ მოვალეობას, ხდებოდნენ დასჯის ობიექტები,” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.

4 აპრილს საღამოს ვარკეთილის მეტროსთან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელებს ბექა მარგიშვილსა და ვალერიან გრძელიშვილს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც, მარგიშვილი გარდაიცვალა, გრძელიშვილს კი მკურნალობა უტარდება.

banner
წინა სტატიაში“მთავრობა შეკრულია მათთან” – პანკისელები ხელისუფლებას მოუწოდებენ
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა მოკლული პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა