ნორვეგიელებს დათვის ფეკალიების შეგროვება სთხოვეს

ნორვეგიელებს დათვის ფეკალიების შეგროვება სთხოვეს

ნორვეგიელებს დათვის ფეკალიების შეგროვება სთხოვესნორვეგიის ბუნების დაცვის სამსახურმა ქვეყნის მაცხოვრებლებს მოუწოდა დათვის ფეკალიები და ბეწვი შეაგროვონ, როცა ისინი ბუნებაში გავლენ სასეირნოდ – წერს The Local. მათი თქმით, ეს დათვის რაოდენობის და პოპულაციისთვის სჭირდებათ.

“ყველას, ვინც შემოდგომით ბუნებაში გახვალთ, გთხოვთ, დათვის ფეკალიები და ბეწვი შეაგროვოთ და ის ადგილობრივ ბუნების დამცველ ორგანიზაციებს გადასცეთ” – ნათქვამია განცხადებაში. სპეციალისტებისთვის მნიშვნელოვანია დნმ-ის მონაცემები შეადგინონ უცხო სხეულების შერევის გარეშე, ამიტომ, თხოვნაში ასევე ნათქვამია, რომ იმუშაონ პლასტიკური პარკებით და არა ხელით.

როგორც შეტყობინებაშია ნათქვამი, ნიმუშები გამოსაკვლევად გაიგზავნება დათვების ჯანმრთელობის და მათი ირაოდენობის დასადგენად.

მსგავსი ტიპის მონიტორინგი დიდი ხანია გამოიყენება მსოფლიოში. მაგალითად, კანადელმა სპეციალისტებმა იგივე მეთოდით იმუშავეს გადაშენების პირას მყოფი ინდური ლომის გამოსაკვლევად. ასევე გუანებსა და პინგვინებზე.
დათვი ნორვეგიაშიც გადაშენების პირასაა. 2014 წლის მონაცემების თანახმად, ისინი დაახლოებით 136 არიან.

მე-19 საუკუნეში სკანდინავიაში დაახლოებით 4-5 ათასი დათვი იყო. მათი რაოდენობა 1932 წლიდან საგრძნობლად შემცირდა მას შემდეგ, რაც ნორბვეგიის მთავრობამ ისინი საშიშად გამოაცხადა და მის მოკვლაზე ნება დართო.

banner
წინა სტატიაშისინგაპურში წარმოდგენილი სუნამო 140 ათასი დოლარი ღირს
შემდეგი სტატიაგორილას რეაქცია თანამოძმეთა ფოტოებზე… (VIDEO)