ნორვეგია როგოზინის შპიცბერგენზე ვიზიტით აღშფოთებულია

ნორვეგიის მთავრობა მოსკოვისგან განმარტებას ითხოვს, რა მიზეზით ეწვია რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს დიმიტრი რაგოზინის შპიცბერგენის არქიპელაგს, რომელიც ნორვეგიას ეკუთვნის. რაგოზინი კი იმ ადამიანების სიაშია, რომლებსაც ევროკავშირმა სანქცია დაუწესა და აკრძალული აქვს ეწვიოს ნებისმიერ ქვაყანას, რომელიც ევროკავშირში შედის .

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დოდე ანდერსენმა თქვა, რომ ოსლომ რუსეთის სალეჩოს ნორვეგიაში უკვე განუცხადა, რომ ევროკავშირის სიაში მყოფ ადამიანებს სანქციის გამო არ შეუძლიათ კავშირში შესვლა, მათ შორის შპიცნერგენში.
როგორც ცნობილია, როგოზინი ნორვეგიული დასახლება ლონგიირბიუენს ნენეცკის ავტონომიური მხარის გუბერნატორთან ერთად ეწვია.
ნორვეგიამ აღნიშნულის შემდეგ, შესაძლებელია, კუნძულზე შესვლაზე კონტროლი დააწესოს.
როგოზინის კუნძულზე სტუმრობის შესახებ ნორვეგიის მთავრობამ ადგოლობრივი ჟურნალის
BarentsObserver-ის ფურცლებიდან გაიგო.

banner
წინა სტატიაშიექსპრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ოპოზიცია საკუთარ როლს უაღრესად ცუდად და უხეშად ასრულებს
შემდეგი სტატია400 ლარს გადაუხდიდნენ სირიაში ჩემი წაყვანის სანაცვლოდ, დედამ კი 600 ლარი მოითხოვა