ქალაქ ქუთაისში შერვაშიძის ქუჩაზე 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც საცხოვრებელ ფართს 2000-მდე ოჯახი მიიღებს. საწყის ეტაპზე შენდება ორი 16-სართულიანი კორპუსი, სადაც ბინა 160 დევნილ ოჯახს გადაეცემა (80 ბინა თითოეულ კორპუსში).
მშენებლობის ადგილას დამონტაჟებულია ვიდეო კამერა. ყველა დაინტერესებულ პირს და მათ შორის უპირველესად დევნილებს შესაძლებლობა ეძლევათ, ნებისმიერ დროს, პირდაპირ ეთერში ადევნონ თვალი სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას.
წყარო:kutaisitoday.com