“ნოემბერში აღარ იქნება არცერთი დევნილი, რომელსაც სახლი არ ექნება”

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე დევნილთა მინისტრმა დევნილთა პრობლემებზე ისაუბრა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კომიტეტის წევრებს სამინსიტროს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის მიზნით დაწყებულ მშენებლობების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. სოზარ სუბარის თქმით, მთავრობა მუშაობს იმისთვის, რომ დევნილთა პრობლემები სრულად მოაგვაროს.

“დევნილებისათვის მშენებლობები დაწყებულია ქუთაისში, ზუგდიდში. დაახლოებით 2000-მდე ოჯახი უნდა დასახლდეს ორივეგან. რაც შეეხება გორში, მიმდინარე თვეში დავიწყეთ მშენებლობა 480 ოჯახისთვის. აქ 8 კორპუსს ვაშენებთ და თან, ერთდროულად. ამით დამთავრდება გორში დევნილების პრობლემა. ნოემბერში აღარ იქნება არცერთი დევნილი, რომელსაც სახლი არ ექნება”, – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში“რატომ ჩნდება დღეს კითხვა, როცა წინა ხელისუფლების ხერხემალი ამბობდა – რუსულ ფულს სუნი არ აქვს”
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით, საბანკო სისტემა არ მოექცევა ივანიშვილი-მეჭიაურის გავლენის ქვეშ, მაგრამ ეს დროებითია