ნოდარ ჯავახიშვილი – თუ ასე გაგრძელდა, მღელვარების საშიშროება იქნება

javaxishvili

2,54-ს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებენ, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გასულ კვირას დაფიქსირებულ მაჩვენებელზე კომენტირებისას აცხადებს.
მისივე აზრით, “თუ ასე გაგრძელდა, მღელვარების საშიშროება იქნება”.
“სამართლებრივად ქადაგიძე და ეროვნული ბანკი ლარის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არ არიან და მეტიც, კონსტიტუციის თანახმად, დღეს ლარის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არავინაა. ეს გაუგებარი ანომალიაა, მაგრამ რეალობა ასეთია და, სამწუხაროდ, დღემდე არც კანონმდებლობა შეცვლილა. ერთი რამის თქმა დარწმუნებით შემიძლია: 2,54-ს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებენ.
რამდენიმე თვის წინანდელი მონაცემებით, აღებული სესხების 64 % დოლარში იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობამ უარი უნდა თქვას გადახდაზე, ან გაყიდოს თუ რამე აქვს დარჩენილი. თუ ასე გაგრძელდა, მღელვარების საშიშროება იქნება”, – აცხადებს ჯავახიშვილი.
მინისტრის განმარტებით, აღნიშნული მიმართულებით მთავრობის ეკონომიკური გუნდი ინტენსიურად მუშაობს, მაგრამ არ იცის, ეს შედეგზე რატომ არ აისახება.
“საზოგადოდ, ქვეყანაში რაც ხდება, ყველაფერზე მთავრობაა პასუხისმგებელი. ლარის თაობაზე კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ამ მიმართულებით ეკონომიკური გუნდი ინტენსიურად მუშაობას. რეაგირებასაც დროულად ახდენენ, მაგრამ შედეგზე ეს არ აისახება. რატომ ხდება ასე, საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, მე ჩემს სამინისტროშიც ბევრი პრობლემა მაქვს”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს
შემდეგი სტატიანოდარ ჯავახიშვილი – წლის ბოლოს ბიუჯეტის ათვისების პრობლემა დამიდგება