ნოდარ ხადური 2014 წელს ექსპორტის შემცირების მიზეზებს განმარტავს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი 2014 წელს ექსპორტის შემცირებას ადასტურებს და აცხადებს, რომ ეს შედეგი ქვეყანაში ავტომობილების ექსპორტის შემცირებამ გამოიწვია.

ნოდარ ხადურმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული საგარეო სავაჭრო ბრუნვის მონაცემების შესახებ განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მინისტრმა ლარის კურსის ვარდნის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეროვნული ვალუტის მერყეობა გასული წლის ბოლოს ქვეყანაში შემოსულმა რეზერვებმა განაპირობა.

„დაწვრილებით შემიძლია გითხრათ, რომ ფინანსთა სამინისტროს და სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან, როგორც დეკემბერში, ისე იანვარში, მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობა შემცირდა და პირიქით, დეკემბრის ბოლოს, 145 მილიონი დოლარით გაიზარდა ეროვნული ბანკის რეზერვები იმის გამო, რომ ბიუჯეტმა მიიღო ეს თანხა დოლარებში,“ – განმარტა ფინანსთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთში ,,შარლი ებდოს,, აკრძალვას ითხოვენ
შემდეგი სტატიასოფელ ერგნეთიდან გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს