ნოდარ ხადური: ჩინეთის მხარემ დაადასტურა, რომ საქართველო მათთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანა

ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ვალის ზრდა გამოიწვია

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დაფუძნების შესახებ დოკუმენტს ხელი მოეწერა. მისი კაპიტალი 500 მილიარდ დოლარამდეა. ამის შესახებ ხადურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან ჩინეთში ვიზიტის შედეგები შეაფასა.

“ჩინეთის მხარემ დაადასტურა, რომ საქართველო მათთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანა. ისინი მზად არიან ამ ბანკის და სხვა ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით ხელი შეუწყონ ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარებას, განსაკუთრებით, ეს ეხება აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებას,”-განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ხადურის თქმით, ახლად დაფუძნებული ბანკი აგვისტოს ბოლოს თბილისში ჩაატარებს მოლაპარაკებების რაუნდს და საქართველოს ეწვევა ბანკის გენერალური მდივანი.

banner
წინა სტატიაშიოჯახური მდგომარეობის მომიზეზებით დეპუტატები სხდომებს ვეღარ გააცდენენ
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა პრაღაში 15 ივლისს გაიმართება