ნოდარ ხადური: ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა ბიუჯეტის გადახედვაზე

ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ვალის ზრდა გამოიწვია

ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა ბიუჯეტის გადახედვაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.
მისივე თქმით, ადმინისტრაციული ხარჯები უკვე შემცირებულია და ამავე დროს დროს ბიუჯეტს არ ჰქონია და არ ექნება დაწოლა ლარის გაცვლით კურსზე.
“სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება, ის ვერ იქნება 5%. სამწუხაროდ, იქნება გაცილებით დაბალი, მაგრამ ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა ბიუჯეტის გადახედვაზე. თუმცა, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ეს არ შეეხება, რაც მთავარია, სოციალურ პროექტებს. ასევე ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რათა ბიუჯეტი იყოს ფინანსური სტაბილურობის გარანტი და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფაქტორი”, – განაცხადა ხადურმა.
რაც შეეხება ექსპერტების იმ განცხადებებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ლარის კურსის სწრაფი ცვლილება ხელოვნურად არის გამოწვეული, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საბანკო სექტორზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
“თქვენ იცით, რომ საბანკო სექტორზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი, შესაბამისად, მათ უფრო მეტი ინფორმაცია გააჩნიათ. მე არ მინდა დავუშვა და ვიფიქრო, რომ საქართველოში ადგილი აქვს ისეთივე მოვლენებს, რასაც ადგილი ჰქონდა თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: მთავარი ამოცანაა, რომ სტაბილურად მოხდეს ლარის გამყარება
შემდეგი სტატია„საქართველო და უკრაინა ევროპაში უვიზო მიმოსვლას იმსახურებენ“