ნოდარ ხადური – უალკოჰოლო სასმელების მარკირებასთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების მიერ კაბალური ხელშეკრულებაა დადებული

უალკოჰოლო სასმელების მარკირებასთან დაკავშირებით 2012 წლის აპრილში წინა ხელისუფლების მიერ დადებულია კაბალური ხელშეკრულება , რომელიც გვავალდებულებს, რომ შემოვიღოთ აღნიშნული მარკირება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლების მიერ დადებული ხელშეკრულების გაუქმება არის ძალიან მძიმე ფინანსური დარტყმა ქვეყნისთვის.
“უალკოჰოლო სასმელების მარკირება არის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს მეზობელ სომხეთში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახური თავად დააფინანსებს აღნიშნულ ღონისძიებებს. მიკვირს მეწარმეების, რატომ არიან წინააღმდეგი აღრიცხვიანობის პროცესის. სახელმწიფოსა და კომპანია “სიპკას” შორის არის დადებული ხელშეკრულება, რომელშიც ხელ-ფეხი აქვთ შეკრული ქართულ სახელმწიფოს იმისთვის, რომ მან გააუქმოს ან გადახედოს აღნიშნულ ხელშეკრულებას. ეს არის დადებული წინა ხელისუფლების დროს მკაცრი პირობებით”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ფინანსთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ლუდის აქციზთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ლუდის აქციზზე ლუდის მწარმოებელი კომპანიების ბრუნვა გასული წლის ივლისთან შედარებით 1%-ით არის შემცირებული.

banner
წინა სტატიაშიკრემერი – ქართველებს შეუძლიათ მილსადენის ალტერნატიული მარშრუტი ჩუმად ეძებონ, მაგრამ ამაზე ხმამაღალი განცხადებები არ აკეთონ
შემდეგი სტატიააქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი