ნოდარ ხადური თანამდებობას EBRD-ის ღონისძიებების შემდეგ დატოვებს?

მინისტრთა კაბინეტის წევრები ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც რამდენიმე მინისტრმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, მსგავსი ინფორმაციის შესახებ არ სმენიათ.
“მსგავსი არაფერი გამიგია. ბატონი ნოდარი მუშაობს ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე და არანაირი კონსულტაციების შესახებ მისი შესაძლო შეცვლის საკითხზე ჩემთვის ცნობილი არ არის”, – განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
აღნიშნულ თემაზე მედიამ შეკითხვა დაუსვა გარემოს დაცვის მინისტრსაც. გიგლა აგულაშვილის განცხადებით, აღნიშნულის თაობაზე ის ინფორმირებული არაა.
“ასეთი ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი არ არის”, – აღნიშნა აგულაშვილმა.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნოდარ ხადური თანამდებობას EBRD-ის ღონისძიებების შემდეგ დატოვებს.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: იმედი გვაქვს, რომ კურსმა უკან უნდა დაიწიოს
შემდეგი სტატიაპირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება