ნოდარ ხადური: გეტყვით, რომ საკმაოდ დაძაბული ბიუჯეტია

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მზად არის, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი პარლამენტში განსახილველად წარადგინოს.

ნოდარ ხადურის განცხადებით, სამინისტრო სირთულეებს არ გაურბის და აღიარებს, რომ ბიუჯეტის პროექტი საკმაოდ რთულია.

მინისტრი მზად არის, დეპუტატებთან და ექსპერტებთან ერთად, დოკუმენტში მოყვანილი ყველა ციფრი და პროგნოზი დაასაბუთოს.

„პარლამენტის წევრებთან ერთად, დაინტერესებულ პირებთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებმაც გააკეთეს საკუთარი მაკროეკონომიკური პროგნოზები, დავსხდებით, გავივლით მათ პროგნოზებს, შევთავაზებთ ჩვენს ვარიანტებს. ჩვენ არ გავურბივართ სიძნელეებს, მაგრამ გეტყვით, რომ საკმაოდ დაძაბული ბიუჯეტია. მთლიანი შიდა პროდუქტის 25%-ზე მეტის მობილიზებაა დაგეგმილი მომავალ წელს გადასახადების სახით. თუ ჩვენ რაიმე რესურსს ვნახავთ, თავისთავად ცხადია, აღნიშნული რესურსი მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში და მის განაწილებაზე იმსჯელებს საქართველოს მთავრობა და პარლამენტი“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის საკანონმდებლო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადა 5 ნოემბერია.

banner
წინა სტატიაშიჟენევაში არაფორმალურ გარემოში ქართული დელეგაცია უკრაინულ დელეგაციას შეხვდა
შემდეგი სტატიაიანვარ-სექტემბერში საგარეო ვაჭრობა 13%-ით შემცირდა