ნოდარ ხადური – ბიუჯეტის მხრიდან ლარის კურსზე დაწოლა არც აქამდე ყოფილა და არ იქნება

ბიუჯეტის მხრიდან ლარის კურსზე დაწოლა არც აქამდე ყოფილა და არ იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ფინანსთა მინისტრი პირდაპირ არ პასუხობს კითხვას, დაუბრუნდება თუ არა ლარი გაუფასურებამდე არსებულ მაჩვენებელს და აცხადებს, რომ პროგნოზების გაკეთება მისი მხრიდან პასუხისმგებლიანი არ იქნება.
“ჩვენ, ეროვნული ბანკი და განსაკუთრებით ფინანსთა სამინისტრო მუშაობს იმისთვის, რომ ბიუჯეტის მხრიდან ლარის კურსზე დაწოლა არ იყოს, არც აქამდე ყოფილა და არ იქნება”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს, ნოდარ ხადურის შეფასებით, თებერვლის თვეში ეს იყო გაცილებით უკეთესი, ვიდრე იანვარში.
“შევხედავათ მარტის მაჩვენებელსაც, რაც გვეცოდინება მხოლოდ მას შემდეგ რაც თვე დასრულდება. გასულ წელს ჩვენ მივაღწიეთ 4,8%-იან ზრდას, რაც უდავოდ მაღალი მაჩვენებელი იყო, მათ შორის რეგიონში. ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს პოტენციალი, მაგრამ გარე შოკებზე რეაგირებისთვის, გვჭირდება არა მხოლოდ ჩვეულებრივი ღონისძიებების განხორციელება, არამედ მათ შორის ეს შეიძლება იყოს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და დონორი ორგანიზაციების დახმარება”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში“ნარმანია არაადეკვატურია, სანამ არ უბრძანებენ ნიჟარაძეს არ გაათავისუფლებს,”- ირაკლი აბესაძე
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – დადგება დრო, როცა საქართველო თავადაც გახდება დონორი ქვეყანა