ნოდარ ხადური: ახლა ჭორებზე საუბრის დრო არ არის

ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ვალის ზრდა გამოიწვია

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს.
“მე ვფიქრობ, ახლა ჭორებზე საუბრის დრო არ არის, საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება. ვიღაც ჭორებით ცდილობს ამის გადაფარვას, რაც მე ვფიქრობ, არ არის სწორი”, – ასე უპასუხა ხადურმა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას.
რაც შეეხება უშუალოდ ლარის კურსს, ფინანსთა მინისტრის განმარტებით, კურსის ასეთი ცვალებადობა არ არის განპირობებული არანაირი ეკონომიკური საკითხებით.
“ლარის კურსთან დაკავშირებით, აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც დღეს ხდება საქართველოში. კურსის ასეთი ცვალებადობა არ არის განპირობებული არანაირი ეკონომიკური საკითხებით, იმიტომ, რომ ბოლო დღეებში პირიქით გაიზარდა ქვეყანაში შემოდინებები, ოდნავ გაიზარდა ექსპორტი და შემცირდა იმპორტი. ასე, რომ ვფიქრობ, ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან და დავსვამთ კითხვებს”, – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

banner
წინა სტატიაში,,საქართველოს დღეს ევრაზიული კავშირისკენ მიაქანებენ,, ირინა სარიშვილი
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: შეუძლებელია ანუგეშო ამ საშინელი ტრაგედიის ჭირისუფალნი