ნოდარ ხადურის შეფასებით, სოსო ჯაჭვლიანის გამონათქვამებმა გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია

მე ვერაფერს გეტყვით სოსო ჯაჭვლიანთან დაკავშირებით რეაგირების მექნიზმებზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, გუშინდელ გამონათქვამებთან დაკავშირებით დადგება თუ არა უმრავლესობის წევრის სოსო ჯაჭვლიანის საკითხი პოლიტსაბჭოს სხდომაზე.
“მე ვერაფერს გეტყვით თავისთავად ცხადია, ამ გამონათქვამებმა გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში, რეაგირების მექანიზმებზე მე ვერაფერს გეტყვით”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა გუშინ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განცხადება გააკეთა.
“მოგახსენებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გვენატრება რუსეთი. კაკო ბობოხიძემ ბრძანა, რომ ჩვენ 37-მანეთიანი ბილეთები და 10-მანეთიანი ბოზები გვენატრება. ბატონო კაკო, ის 37-მანეთი მაშინ ახლა ჩემთვის 5 ათასს ევროიანია – ვანგარიშობ მსყიდველობით. მე ბოზებში არასდროს არ დავდიოდი, არც მაშინ და არც ახლა. ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო 10 მანეთის გადახდა. მე 10 მანეთის გარეშეც ვახერხებდი ამ საკითხებს. ისე ცნობისთვის, თუკი ვინმე ლამაზი ქალბატონი იყო საბჭოთა კინოში, ყველასთან ვარ ნამუშევარი 10 მანეთის გარეშე. ეტყობა თქვენ ასეთი საკითხები ძალიან გაწუხებთ. მაგალითად, ქალბატონი ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ამ რამდენიმე თვის წინ ბრძანა, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? მე იბიარდზე ვერასოდეს ვერ ვიქნები – მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ “იბიარზე” 10 წლის განმავლობაში. ეს “იბიარდობა” ეტყობა ქვეყანას. ამიტომ ნაიბიარდები ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია. ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ”, – განაცხადა ჯაჭვლიანმა სესიაზე.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე ელექტროენერგიის ტარიფის მატების მიზეზებს განმარტავს
შემდეგი სტატიათორნიკე ყიფიანს ოლიმპიურ ფესტივალის გახსნაზე ჰონორარის ნაცვლად ჭამა-სმა შესთავაზეს