ნოდარი ხადური – დღეისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5 პროცენტია

ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ვალის ზრდა გამოიწვია

დღეისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.
ხადურის თქმით, არ გაკეთებულა განცხადება, რომ მთავრობამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს უკვე გადახედა.
“მინდა გითხრათ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზი იყო 4% და გახდა 4,2%. ჩვენი პროგნოზი დღეისთვის 5%-ია, მაგრამ ჩვენ ცხადია, ვმუშაობთ ყველა რისკის გაანალიზებაზე ეროვნულ ბანკთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. იმის მიხედვით, თუ რა სიტუაცია იქნება, მივიღებთ სხვა გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა ხადურმა.
გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრმა ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
“ფინანსთა სამინისტროს მხრიდან იანვარში არ ყოფილა დაწოლა, ანუ ოპერაციულ დონეზე ბიუჯეტი იყო პროფიციტული, ანუ შემოსავლებმა გადააჭარბა ხარჯებს და უახლოესი თვეების განმავლობაში ეს ტენდენცია შენარჩუნებული იქნება იმ დედნის მიხედვით, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩვენი მხრიდან, ბიუჯეტის მხრიდან გაცვლით კურსზე დაწოლა არ არის”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისივე თქმით, ინფლაციის მაჩვენებელი არის დაბალი.
“მე დილითაც მქონდა კომუნიკაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან. ეროვნული ბანკი სიტუაციას აკონტროლებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ხადურმა.

banner
წინა სტატიაშინინო გოგუაძის აზრით, არსებობს პროკურატურის პოლიტიკურ იარაღად გამოყენების საფრთხე
შემდეგი სტატიასაყდრისთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე პარლამენტში კონსულტაციები გაიმართება