ნიუ-იორკის სასამართლომ ებრაელების მკვლელობებზე რეკლამების ჩვენებებზე ნება დართო

ნიუ-იორკის სასამართლომ დაადგინა, რომ ავტობუსების გაჩერებებზე შესაძლებელია განთავსდეს რეკლამები, სადაც საუბარია მუსლიმების მიერ ებრაელების დახოცვის ფაქტებზე.
ქალაქის საავტომობილო სამმართველო რეკლამების წინააღმდეგ გამოდიოდა, რადგანაც ის „ტერორის და ძალადობის ნიშნების მატარებელია“. მაგრამ მოსამართლე ჯონ კოელმა მათი არგუმენტები უსაფუძვლოდ ცნო და გადაწყვიტა, რომ რეკლამა, აშშ-ს კონსტიტუციის თანახმად, შესაძლებელია გამოქვეყნდეს.
რეკლამა შეკვეთილი იყო American Freedom Defence Initiative-ის მიერ და ის ჩიკაგოსა და სან-ფრანცისკოში უკვე გამოქვეყნდა.
სარეკლამო აფიშაზე გამოსახულია მამაკაცის სახე,რომელიც იმუქრება და სახე არაბული კუფიათი აქვს დაფარული. მის გვერდით განთავსებულია ციტატა, რომელიც ჰამასს ეკუთვნის : „ებრაელების მკვლელობა ეს თავის დახრაა, რომელიც ალაჰს გვაახლოვებს.“
რეკლამის კითხვაა: „ასეთია მისი ჯიჰადი. როგორია ჩვენი?“

banner
წინა სტატიაშიგურჯაანის გამგეობაში წიწილებიანი კვერცხები ისროლეს + video
შემდეგი სტატიაიაპონიამ მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით მოინანია