ნინო ლომჯარია: თუ მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, ის ვერ შეძლებს საქართველოს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას

ნინო ლომჯარია ზუგდიდში რამდენიმე საათის წინ მომხდარ ფაქტს ეხმიანება

საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობა აღარ შეეძლება , – ამის შესახებ ჟურნალისტებს “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ განუცხადა.

“კანონმდებლობით პოლიტიკურ საქმიანობას საქართველოში შესაძლებელია ეწეოდეს მხოლოდ ამ ქვეყნის მოქალაქე, ანუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკრძალება პოლიტიკური მოღვაწეობა, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა და ა.შ. შესაბამისად, თუ მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, ის ვერ შეძლებს საქართველოს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
უკრაინელი დეპუტატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ამის შესახებ “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე უკრაინელი დეპუტატი, პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრი, მუსტაფა ნაიემი წერს. იგივე ინფორმაციას აქვეყნებს სოციალური ქსელით კიდევ ერთი უკრაინელი დეპუტატი, სერგეი ლეშენკოც.
“საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარასკევს წარმატებით მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. მიშა, ჩვენ გვინდა ახალი ბათუმი იქ”, – წერს ლეშენკო “ტვიტერის” გვერდზე.
სააკაშვილი პეტრო პოროშენკომ შესაძლოა, დღეს ოდესის გუბერნატორის პოსტზე წარადგინოს. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებენ, თუმცა, ცნობილია, რომ მისი კანდიდატურა მინისტრთა კაბინეტმა წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიბლატელმა განაცხადა, რომ აშშ-მ და ევროპამ მის წინააღმდეგ “სიძულვილის კომპანია” აწარმოეს
შემდეგი სტატიასაქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში გადასახადის გადამხდელთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს