ნინო ლომჯარია:წამების კადრების გამოქვეყნება არის ნაწამები ადამიანების ღირსებისა და პატივის კიდევ ერთი შეურაცხყოფა

ნინო ლომჯარია ზუგდიდში რამდენიმე საათის წინ მომხდარ ფაქტს ეხმიანება

lomjaria“არა წამებას! არა! ასე მხოლოდ ამაზრზენი და ავადმყოფური გონების და სულის მქონე, კრიმინალური მენტალიტეტის და მსოფლმეხველობის ადამიანები იქცევიან ან თვალს ხუჭავენ მასზე–ასე ეხმიანება უკრაინული საინფორმაციო პორტალის, Tube.ua-ს მიერ გავრცელებულ კადრებს “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია
“წამების კადრების გამოქვეყნება არის ნაწამები ადამიანების ღირსებისა და პატივის კიდევ ერთი შეურაცხყოფა და მათი უპატივცემულობა. მე მაინტერესებს არა ის, რომ ვნახო როგორ აწამებდნენ და ამით კიდევ ერთხელ მივაყენო მსხვერპლს ტკივილი, არამედ ის, მოხდა თუ არა ამ დანაშაულის დროული და ეფექტური გამოძება და დამნაშავეების: ორგანიზატორების, თანამონაწილეების, შემსრულებლების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა! როგორც რიგითი მოქალაქე, მოვითხოვ, მოგვაწოდოს სახელმწიფომ დეტალური ინფორმაცია, დაისაჯა თუ არა ყველა ის პირი სათანადოდ, ვინც ამ ქმედებებში იყო ჩართული, რა პასუხისმგებლობა მიესაჯათ და ა.შ.”–აცხადებს ლომჯარია

banner
წინა სტატიაშიბედუკაძე თავდაცვის მინისტრს პასუხობს
შემდეგი სტატიაბედუკაძე ხიდაშელის ომი სოციალურ ქსელში–პასუხი ბედუკაძეს