ნინო გიორგობიანი: შალვა აბულაძე არ ჩაბარებულა

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

“შალვა აბულაძე არ ჩაბარებულა” – ამ განცხადებას შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ავრცელებს.

“მინისტრის ხელმძღვანელობით ეს სპეცოპერაცია ჩატარდა პროფესიონალურად! დანაკარგების გარეშე! მადლობა თითოეულ დანაყოფს და პოლიციელს ვინც შალვა აბულაძის აყვანის ოპერაციაში მონაწილეობდა!ზოგიერთები ცდილობენ არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ, რომ თითქოს ის თავად ჩაბარდა, ეს არის ტყუილი! და ამ ინფორმაციას ავრცელებენ ის ადამიანები ვინც საერთდ არ ყოფილა ადგილზე სპეცოპერაციის დროს და არიან შალვა აბულაძის ახლობლები. აბულაძემ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას და ცდილობდა გაქცევას, თუმცა სამართალდამცველებმა ის დააკავეს,”- აცხადებს ნინო გიორგობიანი

banner
წინა სტატიაშისამებაში გარდამოხსნის წესი სრულდება
შემდეგი სტატიაGoogle-ს რუსების პერსონალური მონაცემები რუსელ სერვერებზე გადააქვს