ნინო გიორგობიანი: რუსეთის მხრიდან მამისონის ტერიტორიის დატაცების ფაქტი დეზინფორმაციაა

nino-giorgobianiმედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მამისონის უღელტეხილიც წაართვა, არ შეესაბამება სინამდვილეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი წერს.
“მსგავსი ხასიათის დეზინფორმაცია გავრცელდა 2010 წლის 20 მაისს, თუმცა მეზობელი ქვეყნის მხრიდან ტერიტორიის დატაცების ფაქტი მაშინაც არ დადასტურდა. გთავაზობთ დღევანდელი რიცხვით დათარიღებულ ფოტომასალას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსეთის ფედერაციასთან საზღვარს საქართველოს შსს–ს სასაზღვრო პოლიცია აკონტროლებს”, – წერს გიორგობიანი სოციალურ ქსელში.

11071835_442556682580792_1855134164908439103_n

banner
წინა სტატიაშიკემბრიჯის ჰერცოგინიას კეტრინს მშობიარობა დაეწყო
შემდეგი სტატიამილანში არეულობას ებრძვიან