ნინო გვენეტაძე მოწმეთა სასამართლოს წინაშე დაკითხვის წესის ამოქმედებას მხარს უჭერს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნინო გვენეტაძე მოწმეთა სასამართლოს წინაშე დაკითხვის წესის ამოქმედებას მხარს უჭერს. მოწმეთა დაკითხვის საკითხთან დაკავშირებით, ნინო გვენეტაძემ საკუთარი პოზიცია დღეს ფრაქცია “თავისუფალ დემოკრატებთან” დახურულ შეხვედრაზე დააფიქსირა.
“ევროკავშირთან ერთად შემუშავებულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტი, სადაც იმ შემთხვევაში, თუკი პროექტს პარლამენტი მიიღებს, მაღალ სტანდარტად ჩადებულია მოწმეების მხოლოდ სასამართლოს წინაშე დაკითხვის წესი. ეს არასრულწლოვნებზე ვრცელდება და მე მხარს ვუჭერ რომ მას შემდეგ რაც გარდამავალი დებულებების ვადა დასრულდება, ეს წესი სრულწლოვნებზეც გავრცელდეს და კანონი ამოქმედდეს იმ ფორმით, როგორც დევს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში”, – განუცხადა ჟურნალისტებს ნინო გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაში“რიგის სამიტზე ძალიან კონკრეტული შედეგების დემონსტრირება იქნება”
შემდეგი სტატიააბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხსაც განიხილავენ