ნინო ბურჯანაძე: ჩვენს მხარდამჭერებს შეგვიძლია წინასწარ მივულოცოთ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება

ქართული ანდაზაა,

“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე IRI-ის კვლევებს ეხმაურება. “ადგილობრივი არჩევნების წინ ჩატარებული კვლევის შედეგად ჩვენს პარტიას 1 %-ზე ოდნავ მეტი ჰქონდა რეიტინგი. შედეგი ყველასათვის ცნობილია, რომ ათჯერ მეტი ავიღეთ. ახლა, როგორც მოგეხსენებათ 5%-იანი რეიტინგი გამოცხადდა, ასე რომ ჩვენს მხარდამჭერებს შეგვიძლია მივულოცოთ წინასწარ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება”, – ნათქვამია ნინო ბურჯანაძის კომენტარში, რომელიც “ფეისბუქში” საკუთარ გვერდზე დაწერა.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) რამდენიმე პარტიის წარმომადგენელს პოლიტიკური რეიტინგების შედეგები გააცნო. ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგად, კითხვაზე – დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდი ხმას, “ქართული ოცნება” 36%-ით ლიდერობს.
IRI-ის კვლევების მიხედვით პარტიათა ჩამონათვალი ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნება” 36%, “ნაციონალური მოძრაობა” 14%, “თავისუფალი დემოკრატები” 10%, “ლეიბორისტული პარტია” 6%, “დემოკრატიული მოძრაობა” 5%, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” 5%.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე არ უშვებენ
შემდეგი სტატიააფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსად რუსი გენერალი დანიშნა