“ყირიმი ახლა რუსეთის ნაწილია და ის ვერასდროს გახდება უკრაინის” – განაცხადა “იმედის” ეთერში დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. მისი თქმით, თანამეგობრობამ სრულიად დაივიწყა ყირიმი. “მსოფლიო წესრიგი ხშირად ირღვევა. ამას ბევრი სახელმწიფო აკეთებს და მხოლოდ ყირიმში არ მომხდარა. ფაქტი, რომ ყირიმი ახლა რუსეთის ნაწილია და ის ვერასდროს გახდება უკრაინის ნაწილი. უკრაინის ხელისუფლებამ დასავლეთის გარკვეული წამქეზებლობით რადიკალური და პრინციპული შეცდომები დაუშვა, რომლის შედეგებიც ყირიმში მიიღეს. დღეს ფაქტია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ სრულიად დაივიწყა ყირიმზე… რეალობიდან გამომდინარე უნდა დავასკვნათ, და ეს დღეს ფაქტია, რომ დღეს არც ერთი სახელმწიფო ყირიმზე აღარ ლაპარაკობს” – განაცხადა ბურჯანაძემ.