ნინო ბურჯანაძე – ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ორივე ძალა წავიდეს

ნინო ბურჯანაძე: ვიმედოვნებ, რომ თუნდაც საარჩევნოდ, „ქართული ოცნება“ შეეცდება სამართლიანობა ადამიანების გარკვეული ნაწილის მიმართ მაინც აღდგეს

ნინო ბურჯანაძე ქართულ ოცნებას და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აკრიტიკებს და იმ ახალგაზრდებს მიმართავს, რომლებიც რამდენიმე დღეა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის გაუქმებას ითხოვენ.

“მინდა, ვკითხო ქართულ ოცნებას და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას ითხოვენ. ალბათ, ისინი გულწრფელნი არიან. მოვუწოდებ, შეუბრუნონ ის კითხვა საკუთარი ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და ჰკითხონ, რატომ არ გამოიძია ქართულმა ოცნებამ 2008 წლის აგვისტოს ომი და რატომ არ გამოიძია და ბოლომდე არ მიიყვანა ქართულმა ოცნებამ ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული. დიახ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ორივე ძალა წავიდეს. არ უნდა მოხდეს ისე, რომ მოსახლეობამ თავისი შიშით თუ გულუბრყვილობით არ გაატანინოს ქართულ ოცნებას მის მიერ ჩაფიქრებული გეგმა” – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – ივანიშვილი ახლოსაა ძალაუფლების დაკარგვასთან
შემდეგი სტატიაბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან ერთი ადამიანი დააკავეს