ნინო ბურჯანაძე: “ქართული ოცნების” უსუსურმა და არაეფექტურმა პოლიტიკამ “ნაციონალური მოძრაობა” გააძლიერა

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

“ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” სამწლიანი მოღვაწეობის შედეგად, მივიღეთ რეალობა, როდესაც შეპირებული სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად “ქართულმა ოცნებამ” კოჰაბიტაცია მოახვია თავს საქართველოს მოსახლეობას” – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც “ქართული ოცნების” სამწლიანი საქმიანობა შეაფასა.
განცხადების ტექსტი პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა.
“შეპირებული სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად “ქართული ოცნების” უსუსურმა და არაეფექტურმა პოლიტიკამ გააძლიერა “ნაციონალური მოძრაობა” და დღეს რეალურ პოლიტიკურ ფაქტორად აქცია. ჩვენ მივიღეთ ის, რომ იმის ნაცვლად, რომ მთელ მსოფლიოს სცოდნოდა რამდენი უსამართლობა იყო საქართველოს მოქალაქეების მიმართ, დღეს მსოფლიო ლაპარაკობს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებზე როგორც პოლიტპატიმრებზე და დაჩაგრულებზე. ეს არის ან სიბრიყვე, ან გარიგება, რასაც გამართლება არ აქვს” , – განახადა ნინო ბურჯანაძემ.
“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის თქმით, იმის მაგივრად, რომ პოლიტპატიმრები და ადამიანები, რომლებიც იჩაგრებოდნენ წინა ხელისუფლების მმართველობის დროს აღდგენილი ყოფილიყვნენ თავიანთ უფლებებში და კომპენსაცია მიეღოთ, არც ერთი მათგანის მიმართ ნასამართლობის მოხსნაც კი არ მომხდარა. სამაგიეროდ ჩვენ დავინახეთ, რომ არჩევნებიდან რამდენიმე დღეში ბიძინა ივანიშვილმა დაიბრუნა ის 86 მილიონი, რომელიც მას ნამდვილად უკანონოდ ჩამოართვეს, ყადაღა კი მოეხსნა მხოლოდ კახი კალაძის კომპანიებს. სამართლიანობა მხოლოდ მათთვის აღდგა”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ხელისუფლებას ვპირდები, რომ ვიდრე “რუსთავი 2” დაიხურება, დაიხურებით თქვენ
შემდეგი სტატიაირაკლი ღლონტი: რუსთავი 2–ს დავაფინანსებთ ხალხი !