ნინო ბურჯანაძე: უცხოური დაკვეთის შესრულება, ან გარიგება ნაციონალების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად

ქართული ანდაზაა,

გიგი უგულავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ნინო ბურჯანაძე აფასებს. პარტია გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარის განაცხადებით, გიგი უგულავას გათავისუფლება უცხოური დაკვეთის შესრულებას, ან ხელისუფლებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის დადებულ გარიგებას უნდა უკავშირდებოდეს.

„ეს გახლავთ, ან უცხოური დაკვეთის პირდაპირი შესრულება, ან მართლაც გარიგება იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მობრუნდეს. ამ დღეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ დღეს და ხვალ როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები ამას მნიშვნელობა არ აქვს, ყველა შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართველი ხალხი წარმატებით მოატყუა. ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას სამართლიანობის აღდგენას ჰპირდებოდა, როგორც ახლა გამოჩნდა ამ პროცესის დაწყებას არც აპირებდა და მის შესრულებას ვერასოდეს შეძლებს,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშისაფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭო უფლებამოსილია, მუშაობას შეუდგეს
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა: ყველაფერი გააკეთა ხელისუფლებამ, რომ ეს არაჯანსაღი ფონი შეექმნა