ნინო ბურჯანაძე: ვიმედოვნებ, რომ თუნდაც საარჩევნოდ, „ქართული ოცნება“ შეეცდება სამართლიანობა ადამიანების გარკვეული ნაწილის მიმართ მაინც აღდგეს

ნინო ბურჯანაძე: ვიმედოვნებ, რომ თუნდაც საარჩევნოდ, „ქართული ოცნება“ შეეცდება სამართლიანობა ადამიანების გარკვეული ნაწილის მიმართ მაინც აღდგეს

ნინო ბურჯანაძე: ვიმედოვნებ, რომ თუნდაც საარჩევნოდ, „ქართული ოცნება“ შეეცდება სამართლიანობა ადამიანების გარკვეული ნაწილის მიმართ მაინც აღდგეს„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, კარგია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ახლა მაინც მოიცალა იმისათვის, რომ სამართლიანობის აღდგენის გზაზე გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას.
აღნიშნული განცხადებით ნინო ბურჯანაძე, მთავარ პროკურატურაში, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შექმნას გამოეხმაურა.
„ქართულ ოცნებას“ 2 წელი კოჰაბიტაციისთვის და საკუთარი პრობლემების მოგვარებისთვის დასჭირდა. ყველას კარგად ახსოვს, არჩევნებიდან სამ დღეში ბიძინა ივანიშვილისთვის დაბრუნებული 80 მილიონი, თამაზ თამაზაშვილის ძალიან სწრაფი გათავისუფლება. „ქართული ოცნების“ წევრებისათვის სამართლიანობა ძალიან მალე აღდგა, მაგრამ მათ არ გახსენებიათ მაშინ იმ ადამიანების პრობლემები, რომლებიც, მათ მიმართ განხორციელებული უსამართლობის გამო, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. არსებობს მეორე ფაქტორიც: მათ იმდენად ეშინიათ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიმართ თუნდაც სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებით დასავლეთი არ გაანაწყენონ, რომ ასეთ ნაბიჯებზე არ წასულან. ამას ნამდვილად არ სჭირდებოდა 2 წელი, ეს შეიძლებოდა შექმნილიყო პარლამენტის შეკრების დღესვე, ასეთ შემთხვევაში დღეს ძალიან ბევრი საქმე იქნებოდა გამოძიებული და ადამიანების პრობლემები ვისაც კრედიტები და ვალები აწევთ კისერზე მოგვარებული იქნებოდა“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმთ, ახლა, როდესაც საუბარია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, ან თუნდაც იმაზე რომ რიგითი არჩევნები გვიახლოვდება, ამაზე საუბარი გააქტიურდა.
„კარგია, რომ ახლა მაინც შეიქმნა ეს განყოფილება, იმედი მაქვს, რომ ინტენსიურად იმუშავებს. პროკურატურის მხრიდან უკვე განხორციელებული ქმედებები დიდ იმედებს არ მაძლევს, მაგრამ იმედი მინდა ვიქონიო, რომ თუნდაც საარჩევნოდ, „ქართული ოცნება“ შეეცდება ადამიანების გარკვეული ნაწილის მიმართ მაინც აღდგეს სამართლიანობა. სამართლიანობის აღდგენა აუცილებლად მოიტანს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს უპირველეს ყოვლისა პასუხი მოსთხოვოს სწორედ იმ ადამიანებს, ვინც ეს დამნაშავე და უსამართლო რეჟიმი შექმნა“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშილარი გამყარებას განაგრძობს
შემდეგი სტატიასაქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს