ნიკა ჩიტიძე: „ხელისუფლება ყურადღების გადატანას ცდილობს“

nika-chitidzeგუშინ, უკრაინულმა ვებ-გვერდმა, wikileaks.center-მა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას საუბრის სტენოგრამა გაავრცელა, რომელშიც სააკაშვილისა და ბოკერიას მიერ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების გეგმაზეა საუბარი.
როგორც „მასეტროს“ პირდაპირ ეთერში ექსპერტმა ნიკა ჩიტიძე განაცხადა, უნდა არსებობდეს კონკრეტული საუბრის ჩანაწერი, რადგან ვებ-გვერდზე შეიძლება, დამახინჯებული ინფორმაცია იყოს. მან კი, ვინც მსგავს დეზინფორმაციას ავრცელებ, პასუხი უნდა აგოს.
„არავითარი სახელმწიფო გადატრიალება არ იგეგმება, – აცხადებს ნიკა ჩიტიძე და დასძენს, – თუ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება, იმ კონკრეტულ ჯგუფის მხარეს, რომელსაც სახელმწიფო გადატრიალება სურს, გარკვეული სამხედრო ან პოლიციური ძალები უნდა იყვნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლების რეიტინგი 63-დან 13-14 პროცენტამდეა დაცემული და ხელისუფლებამ ის დანაპირებები, რომელიც აიღო მოსახლეობის წინაშე, ვერ შეასრულა, ყურადღების გადატანას სხვა საკითხებზე ცდილობს.“
მისივე თქმით, „გაზპრომთანაც“ ძალიან საეჭვო ვითარებაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
„ჩნდება კითხვა, რატომ აწარმოებს ხელისუფლება მოლაპარაკებას „გაზპრომთან“ – იმ ორგანიზაციასთან, რომელიც წლების განმავლობაში, საქართველოს პოლიტიკურ შანტაჟს ეწეოდა,“ – აღნიშნავს ექსპერტი.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: უნდა დაიწყოს კონკრეტული ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ვინც სახელმწიფოზე აღმართავს მახვილს, იმავე მახვილით იქნება განადგურებული