ნიკა მელია: საკრებულოში “ქართული ოცნების” შემადგენლობა დასხდა და იარაღის ტარების უფლება მოითხოვა

„ეს იყო სტიქიური უბედურება. ბუნების აჯანყება,“ - ასეთი შეფასება აქვს ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ნიკა მელიას, რომელიც მომხდარ სტიქიაზე გადაცემა არჩევანში საუბრობდა. ნიკა მელია გადაცემა არჩევანში ქალაქის მერს დავით ნარმანიას მისი საუბრის ტონის გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ერთ გვირაბამდე მიზეზების დაყვანა არ არის გამართლებული.მელიას თქმით, წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის შესაბამისად პასუხისმგებელ ადამიანს უნდა მიეღო გადაწყვეტილება ავტო-მაგისტრალის გადაკეტვისა და სვანეთის ქუჩის ევაკუაციის შესახებ. „დღეს შენიშნეს შავი ღრუბელი და გამოაცხადეს ევაკუაცია. 3 ივნისს იყო ძლიერი წვიმა, როდესაც დაიტბორა სვანიძის ქუჩა და ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში ძაღლები დაიხოცა. ეს უნდა ყოფილიყო სიგნალი, რომ, როდესაც სტიქია განმეორდებოდა, ეს ტერიტორია ისევ დაიტბორებოდა“ - აცხადებს ნიკა მელია. ნიკა მელია ხელისუფლების მხრიდან საქმის გამოძიების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსაც აფასებს და ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა გამოძიებისთვის მზად არის.

“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა კანონპროექტი შეიმუშავეს, რომლითაც ისინი იარაღის ტარების უფლების მინიჭებას მოითხოვენ.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე თედო კობახიძეა.

“მაშინ, როდესაც თბილისში სტიქია მძვინვარებს, 10-მდე ადამიანის ცხედარი ჯერ კიდევ არაა ნაპოვნი, 19 ადამიანი დაიღუპა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე მშობლები ბავშვებს გარეთ ვერ უშვებენ და მტაცებელი ცხოველები ადამიანებზე ნადირობენ, ასეთ დროს აღმოჩნდა, რომ 2 დღის წინ საკრებულოში “ქართული ოცნების” შემადგენლობა დასხდა, საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნა და იარაღის ტარების უფლება მოითხოვა. ამის ინიციატორი, პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის ძმა საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გახლავთ. ამ კანონის ინიცირება პარლამენტში მანანა კობახიძეს უნდა მოეხდინა. ამ დრომდე მეგონა, რომ არაკოორდინირებულობა და არაპროფესიონალიზმი იყო “ქართული ოცნების” მთავარი პრობლემა ამ დღეებში, თუმცა დავრწმუნდი, რომ მათი მთავარი პრობლემა გულგრილობა და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვაა. ესაა უპასუხისმგებლობა და წარმოუდგენელი თავხედობა. ის, რაც 16 ივნისს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა იკადრეს, თბილისელებზე სილის გაწნაა”, _ განცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაში“ზოგი ჭირი მარგებელია”- ბიძინა ივანიშვილი ზოოპარკზე
შემდეგი სტატია23 წლის ივლიტა ჯიბუტი დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს