ნიკა მელია განცხადებას ავრცელებს

ხელისუფლებამ ბილეთები უნდა დააბრუნოს–ნიკა მელია

ნიკა მელია: თვეების განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით ბატონი მარგიშვილის კორუფციულ სქემებზე და ძალიან სამწუხაროა, რომ მაინცდამაინც ჯოკია ბოდოკიას კორუფციული ფაქტი უნდა დამდგარიყო სახეზე, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო ბატონ ნარმანიას. თუმცა არც ერთ შემთხვევაში ეს არ უშველის მდგომარეობას მაშინ, როდესაც დედაქალაქის მერია იქცა კლასიკურ კორუფციულ, ძალადობის და სუს-თან თანამშრომლობის ბუდედ, მარგიშვილის გადაყენება თანამდებობიდან მერიამ ამ მძიმე მდგომარეობიდან ვერ გამოიყვანს მანამ, სანამ ბიძინა ივანიშვილის მარიონეტი, ბატონი ნარმანია მართავს დედაქალაქის მერიას.ნაცვლად იმისა რომ ქართული ოცნება საკრებულოშია და თავისუფალი დემოკრატების სამი წევრი, რომელიც ჰყავს ალასანიას პარტიას იღებდნენ პასუხისმგებლობას ამ უუნარო მთავრობაზე, ისინი ხელს აფარებენ უუნარო ნარმანიას, არ იბარებენ საკრებულოში და არ ეხმარებიან ნამდვილად რეალურ ოპოზიციას საკრებულოში–ეს არის ძალიან სავალალო თბილისელებისთვის–აცხადებს ნიკა მელია. მისევე თქმით თბილისელების ინტერესებზე წინ ალასანიას პარტიამ და ქართული ოცნების უმრავლესობამ წინ დააყენა ვიწრო პარტიული ინტერესები, რაც შეურაცხმყოფელია თბილისისა და თბილისელებისთვის–აცხადებს მელია

banner
წინა სტატიაშიზურაბ მელიქიშვილი: როდესაც მთავრობა არ ენახვება ხალხს ხალხი დაენახვება მას 21 მარტს
შემდეგი სტატია,,დაბეჩავებულო და დასუსტებულო ოცნებავ! გიგზავნი…,, ინგა ქარდავა