ნიკა მელიამ დედაქალაქის მერიის მიერ პირადი კომფორტისთვის გახარჯული თანხები გაასაჯაროვა

ხელისუფლებამ ბილეთები უნდა დააბრუნოს–ნიკა მელია

 

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკა მელიამ, დედაქალაქის მერიის მიერ პირადი კომფორტისთვის, ტენდერის გარეშე განხორციელებულ შესყიდვებზე ისაუბრა.

„დედაქალაქის მერიას, ტენდერის გარეშე, გასული წლის 1 აგვისტოდან მიმდინარე წლის მაისამდე, 1 579 070 ლარის ავეჯი აქვს შეძენილი, კომპიუტერულ ტექნიკაში  448 984 ლარი დაიხარჯა, სატელეფონო საუბრებში 535 166 ლარი,  საწვავში 2 632 657 ლარი, გასართობ ღონისძიებებში კი 331 706 ლარი დაიხარჯა“, _ განაცხადა ნიკა მელიამ.

მან ყურადღება გაამახვილა მერიის მიერ გასულ წელს 100 მილიონ ლარზე მეტი თანხის, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 40 მილიონი ლარის აუთვისებლობაზეც და აღნიშა, რომ ამ სოლიდური თანხების დაკარგვა, კიდევ ერთხელ მიუთითებს მერიის უუნარობასა და არაკვალიფიციურობაზე.

„140 მილიონი ლარი შესამჩნევად დაეტყობოდა დედაქალაქს, როგორც სოციალურ, ასევე ინფრასტრუქტურულ ნაწილში. თუმცა, დედაქალაქის  არაკვალიფიციური მთავრობა ნაკლებად დარდობს თბილისელების პრობლემებს და ამის მოგვარების ნაცვლად ისევ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს“, _ აღნიშნა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიამ წუთებში!!! მოძრაობა ,,დაბრუნება,,ს ლიდერი მალხაზ პატარაია დააკავეს
შემდეგი სტატიამალხაზ პატარაია ტერიტორიული ერთეულის იერსახის დაზიანების ბრალდებით დააკავეს