ნიკა გვარამია: ხელისუფლებას ვპირდები, რომ ვიდრე “რუსთავი 2” დაიხურება, დაიხურებით თქვენ

ხელისუფლებას ვპირდები, რომ ვიდრე “რუსთავი 2” დაიხურება, დაიხურებით თქვენ, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “რუსთავი2”-ის გერენალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი თქმით, ქიბარ ხალვაში იბრძვის არა ქონების დასაბრუნებლად, არამედ ჩვენ და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ.
“წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ იტყოდა 6 მილიონით “რუსთავი2”-ის გამდიდრებაზე. თუ ის იგებს და დარწმუნებულია, რომ მისია “რუსთავი2”, მას დარჩებოდა ეს საკუთრებაში. დადასტურდა ორი რამ – ქიბარ ხალვაში იბრძვის პერსონალურად “რუსთავი2″-ის წინააღმდეგ, მის შესაფერხებლად და ქიბარ ხალვაში არის სახელმწიფო და სახელმწიფო დგას მის მხარეს. ცინიკური და ირონიულია, რომ ეს გადაწყვეტილება გამოიტანა იგივე მოსამართლემ – თამაზ ურთმელიძემ, რომელიც არის ქართული სასამართლო სისტემის სირცხვილი, რომელიც იბრძვის თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, იბრძვის საკუთარი შვილებისა და ყველა ეკრანებთან მდგომი ადამიანების შვილების წინააღმდეგ, ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული მოსამართლეა და მაღალი ალბათობით ის არის კორუფციაში ჩაბმული და აღებული აქვს თანხა იმისათვს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები გამოიტანოს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისი თქმით, მოსამართლე ურთმელიოძის ფეხებქვეშ მიწა აუცილებლად დაიწვება.
“ის ვერ იპოვის თვშესაფარს ამ ქვეყანაში ვერასდროს, რადგან ღუპავს ქვეყანაში თავისუფალ სიტყვას. ამ ნაბიჯით ამ ხელისუფლებამ გამოიტანა სასიკვდილო განაჩენი, საკუთარი ხელით “რუსთავი2” დახურა. როგორ მოვიქცევით ჩვენ, ვიმუშავებთ თუ არა უფასოდ, მოვიზიდავთ თუ არა გრანტებს, ჩვენი შემოსავალი გაიზრდება თუ არა, ეს იქნება ჩვენი დამსახურება და ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. ხელისუფლებას ვპირდები, რომ ვიდრე “რუსთავი 2″ დაიხურება, დაიხურებით თქვენ. ეს აუცილებლად ასე იქნება”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ, რომლის ინფრომაციითაც, “რუსთავი 2”-მა 6 მილიონის ინვესტიცია დავით კეძერაშვილის ნათესავისგან მოიზიდა.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2” საზოგადოებას ფინანსურ დახმარებას სთხოვს
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: “ქართული ოცნების” უსუსურმა და არაეფექტურმა პოლიტიკამ “ნაციონალური მოძრაობა” გააძლიერა