ნიკა გვარამია: თუ იქნება ძალისმიერი შემოჭრის მცდელობები კომპანიაში, ჩვენ დავიცავთ თავს ასევე ძალისმიერად

kurieriტელეკომპანია “რუსთავი 2” სასამართლოს ხვალინდელი გადაწყვეტილების აღსრულებას არ აპირებს და ტელევიზიაში ძალისმიერი შეჭრის მცდელობების შემთხვევაში თავს ასევე ძალისმიერად დაიცავს.

ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

“გეუბნებით ღიად, ჩვენ არ დავუთმებთ არავის “რუსთავი 2″-ს, იმიტომ, რომ ხვალინდელი გადაწყვეტილება არის აპრიორი უკანონო. ჩვენ არ ვაპირებთ მის აღსრულებას. ჩვენ ვაპირებთ მაუწყებლობას იმ ფორმატით, რა ფორმატიც გვაქვს. იმ ვითარებაში, თუ იქნება ძალისმიერი შემოჭრის მცდელობები კომპანიაში, ჩვენ დავიცავთ თავს ასევე ძალისმიერად. არ ვაპირებთ დავთმოთ ტელეკომპანია, ჩვენი სიტყვის თავისუფლება და ქვეყნის დემოკრატიული პერსპექტივა”, – განაცხადა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ხვალ სასაამართლოზე გამოვა გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიას მიაკუვთნებს ქიბარ ხალვაშს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: მითხრეს რომ ვიდეოზე გადაღებულია კონკრეტული ურთიერთობები და ეს გამოქვეყნდება