ნეპალში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ქართველების დაზარალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება

ნეპალში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ქართველების დაზარალების ან დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინდოეთში, ტაილანდში, შრი-ლანკაში, ბანგლადეშსა და ნეპალში განაცხადა, რომ მათთვის ამ დრომდე საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ მიუმართავს.

“ჩვენ ვმუშაობთ ნეპალელ კოლეგებთან და ამ დრომდე არანაირი ინფორმაცია ქართველების შესახებ არ არის. 2 ჯგუფია ტურისტული კომპანიებიდან და ასევე ინდივიდუალურად წასული ადამიანები, რომლებიც ინფორმაციას არ გვაწვდიან,“-განაცხადა ლევან ნიჟარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი მიწისძვრა ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში გუშინ მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 7.9 მაგნიტუდას მიაღწია.

მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკვე 2000-ს მიაღწია, დაშავებულია 4 ათასამდე ადამიანი.

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო ზოლის მიმდებარე 3 სოფელი 24 საათიან წყალმომარაგებას მიიღებს
შემდეგი სტატიაკადიროვი დაპირისპირებას აღრმავებს…