ნეპალში ახალ მიწისძვრას კიდევ 29 ადამიანი ემსხვერპლა

დღეს დილით ნეპალში, ნახევარი საათის ინტერვალით მომხდარი 7,3 და 6,3 ბალი მაგნიტუდის ორი ახალი მიწისძვრის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა და 1000-მდე ადამიანი დაზიანდა…

სეისმოლოგების ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ჩინეთის საზღვართან ახლოს დასახლებულ პუნქტ ნამჩე-ბაზართან 18,5 კილომეტრის სიღრმეში იყო.

გავრცელებული ინფორმაციით მიწისძვრამ, რომელის ბიძგებიც თვითმხილველთა განცხადებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იგრძნობოდა,  რამდენიმე დასახლებულ პუნქტში გამოიწვია ნგრევა და მეწყერები…

აღსანისნავია, რომ პირველმა მიწისძვრამ ნეპალში, რომელიც 25 აპრილს მოხდა, 7,9 ბალის სიმძლავრის იყო და მან მასშტაბური ნგრევის გარდა 8400-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 17000-ზე მეტი დააზიანა.

 

banner
წინა სტატიაშინათია ფანჯიკიძე თინა ხიდაშელს: ,,პატიმრები არ დაგავიწყდეს! მაქვს შენი იმედი!,,
შემდეგი სტატიალავროვმა კერის პომიდორი და კარტოფილი აჩუქა (+ფოტო)