ნემცოვი პუტინის ბრძანებით არ მოუკლავთ… აცხადებს კასპაროვი

კასპაროვმა პუტინის საპრეზიდენტო ვადებზე „კარგი ამბავი“ გაავრცელა

RUSSIA-POLITICS-OPPOSITION-CHESS,,არამგონია პუტინს გაეცა ბრძანება ბორის ნემცოვის მოკვლის შესახებ.. მაგრამ მან შექმნა გარემო ასეთი დანაშაულებების ჩადენისათვის,, განაცხადა ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონმა  და რუსული ოპოზიციის ერთერთმა ლიდერმა გარი კასპაროვმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას.

,,არავის შეუძლია ახლა ზუსტად თქვას ვინ ესროლა ნემცოვს, მაგრამ ყველამ იცის, რომ ის მოკლა რეჟიმმა. არამგონია ბრძანება მისი მოკვლის შესახებ პუტინს გაეცა, თუმცა გარემო აძლევს საშუალებას გაცოფებულ და ტვინგაყინულ ელემენტებს, ესროლონ მათთვის მიუღებელ ადამიანებს,, აცხადებს კასპაროვი

,,მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ყოველი დღე, პუტინის ხელისუფლებაში ყოფნისა, ამრავლებს დაღვრილ სისხლს, რაზეც თქვენთან უკრაინელებთან საუბარი ზედმეტია, რადგან თქვენ თვითონაც კარგად გრძნობთ ამას. მისმა რეჟიმმა, ბორის ნემცოვი…  ადამიანი რომელიც ყოველთვის იყო რუსეთში ხელისუფლების ძალადობრივი და სისხლიანი ცვლილების წინააღმდეგი…  მოკლა,, განაცხადა გარი კასპაროვმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიგამოძიებამ გუშინ მოკლული ბორის ნემცოვის ბოლო მარშრუტი დაადგინა
შემდეგი სტატიარადიკალი ისლამისტების მუქარა – გერმანიაში უსაფრთხოების ნორმები გაამკაცრეს