ნემცოვის ქალიშვილმა ფონდი დააარსა

მოკლული პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის ქალიშვილმა თავისუფლების პრემია მიიღო, რომელიც ბირის ნემცოვს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა.
მსგავსი პრემიები მიღებული აქვთ ჰილარი კლინტონს, ლეხ ვალენსას და უკრაინული მეიდანის დამცველებს.

ჟანა ნემცოვამ თავისუფლების პრემია პოლონეთში მიიღო, ამის შესახებ პოლიტიკოსმა ილია იაშინმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა. გარდა ამისა, მოკლული პოლიტიკოსის ქალიშვილმა ბორის ნემცოვის სახელობის ფონდი დააარსა. სხვა დეტალები ფონდის შესახებ არ ვრცელდება.
ჟანა ნემცოვა რუსეთიდან მის მიმართ განხორციელებული მუქარების შემდეგ წავიდა.
თავისუფლების პრემია აშშ-ს ატლანტიკური საბჭოს მიერ 2009 წელს გერმანიაში დაარსდა, ბერლინის კედლის დანგრევის 20 წლისთავის იუბილეზე. 2010 წლიდან პრემია პოლონეთის ქალაქ ვროცლავში გადაეცემათ.
ბორის ნემცოვი მიმდინარე წლის 27 თებერვალოს მოსკოვში, კრემლთან ახლოს იქნა მოკლული. მიმდინარე მომენტისთვის პოლიტიკოსის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, ბრალი ჩეჩნური ბატალიონის «სევერის» მებრძოლებს წაეყენათ.
მაისის ბოლოს ვიდეოჩანაწრი, სადაც ბრალდებული დადაევი აღიარებით ჩვენებას იძლევა გაგზავნილი იქნა სტრეს-ტესტზე. ექსპერტებს მოუწევთ დაადგინონ, იყო თუ არა ჩვენება იძულებით მიცემული.

banner
წინა სტატიაშიბაქოში, შვეიცარიის საელჩოში დამალული ჟურნალისტი ბერნში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაზვიად გობეჯიშვილი: პრემიერმა შანსი დაკარგა!