ნემცოვის ქალიშვილი საკუთარ პრემიას უკრაინის მხარდასაჭერად დახარჯავს

ნემცოვის ქალიშვილი საკუთარ პრემიას უკრაინის მხარდასაჭერად დახარჯავს

ნემცოვის ქალიშვილი საკუთარ პრემიას უკრაინის მხარდასაჭერად დახარჯავსთებერვალში მოკლული რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის ქალიშვილმა ჟანა ნემცოვამ განაცხადა, რომ 700 ათას ევროს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დასაცავად დახარჯავს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებში.

სამშაბათს ნემცოვამ პრემია “სოლიდარობა” მიიღო, რომელსაც პოლონეთის ხელისუფლება გასცემს დემოკრატიის და სამოქალაქო თავისუფლების დასაცავად.

“პრემიის პირველ ნაწილს 250 ათას ევროს ბორის ნემცოვის ფონდში გადავრიცხავ, 50 ათას ევროს პოლონეთის საგანმანათლებლო ტურში, 700 ათას ევროს კი “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებში ჟურნალისტიკის მხარდასაჭერად” – განაცხადა ნემცოვამ “დოიჩე ველესთან” ინტერვიუში.

“საქმელმოქმედო პროექტები განსაკუთრებით უკრაინაში დაფინანსდება, რომელიც ახლა საომარ რეჟიმში იმყოფება” – თქვა ნემცოვამ რადიო “პოლონეთში”.

პრემია სამი ნაწილისგან შედგება: 250 ათასი ევრო თავად ლაურეატისთვის, 700 ათასი პროგრამებისთვის, რომელსაც ლაურეატი განსაზღვრავს და 50 ათასი ევრო გამარჯვებულის პოლონეთში გასამგზავრებლად.

banner
წინა სტატიაშირუსეთში პრეზერვატივების შეტანა აკრძალეს!
შემდეგი სტატია7 თვეში დაკავებული 20 საჯარო მოხელე და ქრთამის აღების 103 პროცენტით გაზრდილი სტატისტიკა