ნემცოვის საქმეზე კიდევ ორი ჩეჩენი დააკავეს

რუსული სააგენტოები, ბორის ნემცოვის საქმის გამოძიების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ გუშინ 9 მარტს ნემცოვის საქმესთან დაკავშირებით ჩეჩნეთში კიდევ 2 პირი აიყვანეს…
გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ამ პირებზე დადაევისა და შავანოვის ბოლო დროინდელი კავშირ-ურთიერთობების გაშიფვრით გავიდა. ცნობილი ხდება აგრეთვე, რომ ორი დაკავებულიდან ერთი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნის ბიძაშვილია… თუმცა თავად მაღალჩინოსნის და დაკავებულების ვინაობა ამ დრომდე არ სახელდება.

banner
წინა სტატიაშივერტმფრენების შეჯახება არგენტინაში – დაიღუპნენ ფრანგი ოლიმპიელები და ათამდე ადამიანი
შემდეგი სტატიაგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს