ნემცოვის მკვლელობის შესაძლო ორგანიზატორის ვინაობა დადგენილია

ბორის ნემცოვის მკვლელობა - პასუხგაუცემელი კითხვები

რუსმა გამომძიებლებმა ბორის ნემცოვის მკვლელობის შესაძლო ორგანიზატორის ვინაობა დაადგინეს.

გაზეთ კომერსანტის ცნობით, სამართალდამცველებისთვის ცნობილია პირი, რომელმაც დანაშაულის შემსრულებლებს მანქანა და იარაღი მიაწოდა და ოპოზიციის ლიდერის მკვლელობის სანაცვლოდ თითოეულ მათგანს 5 მილიონ რუბლს დაჰპირდა.

მთავარი ეჭვმიტანილის ზაურ დადაევის ჩვენებაზე დაყრდნობით, დამკვეთი მას რუსლიკის სახელით გაეცნო.

მკვლელობის შესაძლო დამკვეთზე ჯერ ძებნა არ გამოცხადებულა. სამართალდამცველები დამატებით მტკიცებულებებს აგროვებენ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ზუსტი სქემები უნდა დავსახოთ, თუ როგორ გაუადვილოთ უკრაინელ ხალხს ცხოვრება
შემდეგი სტატიასერგო რატიანი: მთავრობის დასწრება აუცილებელია