ბორის ნემცოვის მკვლელობის მთავარ მოწმეს, მის მეგობარ გოგოს უკრაინელ მოდელ ანა დურიცკაის, დაკითხვების დასრულების მიუხედავად უკრაინაში დაბრუნების საშუალებას ჯერჯერობით არ აძლევენ… ამის შესახებ განაცხადა დურიცკაიას ადვოკატმა ვადიმ პროხოროვმა.
ადვოკატის განცხადებით, დურიცკაიამ აგრეთვე უარი განაცხადა მოწმეთა დაცვის პროგრამით სარგებლობაზე ,,ანა ნებაყოფლობით თანამშრომლობს გამოძიებასთან, მაგრამ ახლა მას სურს რომ სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცენ,, განაცხადა პროხოროვმა.
ცოტა ხნით ადრე, საქმეში უკრაინის საელჩო ჩაერია, რომელმაც ნოტა გაუგზავნა რუსეთის საგარეო უწყებას და მოუწოდა, რომ შუამდგომლობა გაუწიოს ანა დურიცკაიას, სამშობლოში დაბრუნების საქმეში