ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კავკასიელები დააკავებულია

85c5e58371090f36cedce2b21b24a300რუსეთში ოპოზიციის ლიდერ ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილები 2 პირი დააკავეს. ცნობილია დაკავებულების სახელი და გვარები, რაც  მიუთითებს, რომ ისისნი ჩრდილოეთ-კავკასიელები არიან…

,,ბორის ნემცოვის მკვლელობის გახსნასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარების შედეგად, დაკავებულები არიან მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი: ზაურ დადაევი და ანზორ გუბაშოვი,, განაცხადა რუსეთის  ფე-ეს-ბეს ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა. მისივე განცხადებით ამ ფაქტის შესახებ ინფორმირებულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

ბორტნიკოვისაგან ცნობილი გახდა, რომ ეჭვმიტანილთა დაკავება მოხდა მათი ტრელეფონების, დანაშაულის ადგილის სიახლოვეს  საბაზო ანტენებთან დაფიქსირებული სიგნალების გაშიფვრით… სხვა დეტალები დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ამ დრომდე უცნობია…

შეგახსენებთ, რომ რუსული ოპოზიციის ლიდერი ბორის ნემცოვი, 28 თებერვალს მოსკოვის ცენტრში, მოსკვორეცკის ხიდზე, მეგობარ ქალთან ფეხით სეირნობის დროს უცნობმა პირებმა 4 გასროლით მოკლეს.

timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ჟიული შარტავა ყოველთვის იქნება თავგანწირვისა და გმირობის მაგალითი
შემდეგი სტატიაადვოკატი ირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებულის 1000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს- რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე>