ნემცოვის მკვლელობას თვითმხილველი ჰყავს

ნემცოვის მკვლელობას თვითმხილველი ჰყავს

 ანა დურიტსკაია  წინ რუსული მედიის საშუალებით გავრცელდა, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობისას მასთან ერთად 23 წლის უკრაინელი მოდელი, ანა დურიტსკაია იმყოფებოდა.მედიის ცნობით, ის არ დაშავებულა და მოწმეა, როგორ და რა ვითარებაში მოკლეს ნემცოვი. უკვე ცნობილია, რომ ნემცოვს ქუჩაში 4 ტყვია ესროლეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, როგორც თავად ანა დურიტსკაია ამბობს, ის ნემცოვს თავიდან სავაჭრო ცენტრ “გუმში” ელოდებოდა, სადაც ისინი ვახშმობას გეგმავდნენ. დაახლოებით 23 საათისთვის ისინი ქუჩაში გამოვიდნენ და წითელი მოედნის გავლით ვასილევსკის დაღმართისკენ გაემართნენ. შემდეგ კრემლის სიახლოვეს მდებარე ხიდზე გადავიდნენ და ბალოტის მოედნისკენ მიდიოდნენ. თუმცა, ხიდზე გამოჩნდა უცხო მარკის ავტომობილი, საიდანაც ნემცოვს ესროლეს.

“მანქანა მალევე გაუჩინარდა და ჯერჯერობით მისი იდენტიფიცირება არ მომხდარა,” – ამბობს რუსული მედიის ინკოგნიტო წყარო სამართალდამცავი ორგანოებიდან, რომელმაც მედიას ეს ინფორმაცია მიაწოდა.
პოლიციის ცნობით, მკვლელობა კარგად იყო დაგეგმილი. ამ დროისთვის ექსპერტიზა ვიდეოკამერების ჩანაწერებს სწავლობს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის და იარაღის უკანონოდ ტარების მუხლებით აღძრა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია – ბორის ნემცოვის მკვლელობას გამოეხმაურა
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის ფაქტს გმობს