ნახევარი რუსეთი თანახმაა ინტერნეტი გაითიშოს

საქართველო-ნატო-ს სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება თბილისის მიერ აღებულ ვალდებულებებს არ შეესაბამება

რუსების ნახევარი თვლის, რომ ნაციონალური უსაფრთხოების მიზნით, ან მასობრივი პროტესტების ფონზე, ქვეყანაში ინტერნეტი უნდა გაითიშოს – ამის შეასხებ სოციოლოგიური კვლევის ცენტრი ВЦИОМ იტყობინება.
მოხსენების ახალ ვერსიაში, როემლიც ცენტრმა ამერიკელ კოლეგებთან ერთად გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ რუსეთის მოქალაქეების 49% თანახმაა ინტერნეტში ცენზურა იყოს. გამოკითხულთა 58% კი მზად არის ქვეყენაში დესტაბილიზაციის ფონზე ინტერნეტი გაითიშოს. ამასთანავე, რესპოდენტების 11%-მა სოციალურ ქსელში თავისუფლებას დაუჭირა მხარი.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 73% თვლის, რომ სახელმწიფო მოხელეების შესახებ ნეგატიური ინფორმაციის გამოქვეყნება არ არის საჭირო. 42%-ის აზრით სხვა სახელმწიფოები ინტერნეტს რუსეთის წინააღმდეგ იყენებენ.
როგორც გამოკითხვით დადგინდა, ინტერნეტით რეგულარულად სარგებლობს გამოკითხულთა 24%. კიდევ 20%-მა განაცხადა, რომ ინტერნეტით მხოლოდ კვირაში ერთხელ სარგებლობენ.
გამოკითხვაში რუსეთის 42 რეგიონი მონაწილეობდა. სპეციალისტები სტრატეგიულ ცდომილებას 3,1-4% -ად აფასებენ.

banner
წინა სტატიაშისალვადორში საფეხბურთო მატჩის დროს 5 ადამიანი ჩაცხრილეს
შემდეგი სტატია“ამაყი ვარ, რომ პრემიერმა აბსოლუტურად სწორი შეფასებები მისცა იმას, რაც გავაკეთეთ”