ნახატები ჯერ ყალბით შეცვალეს და შემდეგ მოიპარეს

ნახატები ჯერ ყალბით შეცვალეს და შემდეგ მოიპარეს

ნახატები ჯერ ყალბით შეცვალეს და შემდეგ მოიპარესენდი უორჰოლის 9 ნამუშევარი იქნა მოპარული კინოსტუდიიდან. ქურდებმა ისინი რეპროდუქციებით შეცვალეს.
მოპარული ნახატები მხატვრის “მეოცე საუკუნის ათი ებრაელის პორტრეტის” სერიიდან იყო. საერთო ჯამში ღირებულება 350 ათასია – ამის შესახებ “როიტერი” ავრცელებს ინფორმაციას.
ქურდობა წლების განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩა, რადგანაც ისინი რეპროდუქციებით იქნა ჩანაცვლებული.

ბოროტმოქმედების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ერთ-ერთი ნამუშევარი ჩარჩოს შესაცვლელად გაგზავნეს. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ნამუშევარზე მხატვრის ხელმოწერა არ იყო დატანებული და დეტალებიც საეჭვოდ გამოიყურებოდა.
პოლიციის თქმით, მინიმუმ ერთი ნამუშვარი მაინც არის აუქციონზე გატანილი და გაყიდული.
ენდი უორჰოლმა გასული საუკუნის 60-იან წლებში მოიპოვა აღიარება. ის თანამედრფოვე ხელოვნების პოპ-არტ მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა.

banner
წინა სტატიაშინაზარბაევის ქალიშვილი პრემიერ-მინისტრის მოადგილედ დანიშნეს
შემდეგი სტატია„ერთი სარტყელი–ერთი გზა“ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპის დასაწყისია