„ნაციონალურ მოძრაობაში“ სექტემბრიდან საშუალო და დაბალი რგოლი აჯანყდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ეხმაურება

გაზეთ „ალიას“ ინფორმაციით, როდესაც ლიდერები თბილისში დაბრუნდებიან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აჯანყება გარდაუვალია, რადგან საშუალო და დაბალი რგოლისთვის ფული არავის გადაუხდია.

გამოცემა ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 12 აგვისტოს ამ რგოლმა შეიტყო, რომ ლიდერები სხვადასხვა კურორტებზე დასასვენებლად წასულან, ეს მაშინ, როდესაც მათთვის ჯერ „პურის ფულიც კი არავის მიუცია“. „ალიას “ ცნობით წყარო, რომელზე დაყრდნობითაც ამ ინფორმაციას წერენ, გამოცემასთან წლებია თანამშრომლობს და მისი ინფორმაციები საბოლოოდ დასტურდება.

„მოკლედ, როგორც ამბობენ, „ნაციონალებს“ პრობლემები არ ელევათ. პრონციპში, რაც მაგათ თავს ტრიალებს, ზოგისთვის პრობლემაა, ზოგისთვის კიდევ – ბაირამობა. ბოლო დროს საქმე იქამდე მისულა, რომ ბობოლა „ნაცებს“ საშუალო და ქვედა რგოლები ფეხებზე დაუკიდებიათ – აღარც ყურადღებას აქცევენ, აღარც პურის ფულს აძლევენო. 12 აგვისტოს „ნაცბანდელთა“ წრეებში ცნობილი გახდა, რომ მათი ლიდერები დასასვენებლად მსოფლიოს სხვადასხვა ძვირადღირებულ კურორტებზე გაემგზავრნენ და სწორედ ამაზე ამტყდარა ერთი ვაი-ვიშვიში: ნახეთ, ხალხო, ჩვენ ლამის შიმშილით სული გაგვძვრეს, ესენი კიდევ უცხოეთში დაბრძანდებიანო. მოკლედ სექტემბრიდან, როცა ლიდერები თბილისში დაბრუნდებიან და მუშაობას შეუდგებიან, „დასიცხული“ საშუალო და დაბალი რგოლებიც გეგმავენ აჯანყებას, ოღონდ შიგნითვე, „ნაციონალურ მოძრაობაში“. მათ მართლაც აქვთ საამისო მიზეზი. ჯერ იყო და კობა ხაბაზი იტყუებოდა, ძალიან მიჭირს, ქირით ვცხოვრობ, ამ დროს მუხიანში 5 ბინა აღმოაჩნდა, რომელიც პარტიისთვის გამოგზავნილი ფულით შეიძინა. სხვათა შორის, ხაბაზი დღემდე ამტკიცებს, პარტიას იქით ვეხმარები, ფული იქით მიმაქვსო. კი, ხანდახან მართლაც მიაქვს, ოღონდ გროშები და თანაც გაქირავებული ბინებიდან ამონაგები. წარმოიდგინეთ, ამ ცრუპენტელამ პარტიის ფულით ბინები იყიდა, გააქირავა და ახლა თურმე 200 ლარი იქით მიაქვს“, – წერს „ალია“.

banner
წინა სტატიაშიმე იმედიანად ვარ, აუცილებლად მოვიგებთ! – ქიბარ ხალვაშის პირველი კოემნტარი
შემდეგი სტატია„მაჭავარიანი პარიზში, ბოკერია ლონდონში, ნადირაშვილი თურქეთში“